en
ge

მედიის მიმართულების იურისტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 01.02.2018
  • ბოლო ვადა: 10.02.2018
  • ბმული: https://gyla.ge/ge/mod/competitions/41
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს მედიის მიმართულების იურისტის პოზიციაზე.
მედიის მიმართულების იურისტის ძირითადი ფუნქციები:
 
  • საიას მედიის სამართლებრივი ცენტრის მართვა;
  • მედიის წარმომადგენლებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაცემა, განცხადებების, ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  • ჟურნალისტების  წარმომადგენლობა სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო პირებთან ურთიერთობაში;
  • მედიისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზი, შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
  • მედია სფეროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
  • დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება, პერიოდული გეგმების და ანგარიშების მომზადება;
  • კვლევებისა და პუბლიკაციების მომზადება მედიისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში;
  • სხვადასხვა დონეზე შექმნილი სამთავრობო და არასამთავრობო კომისიების და სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა;
  • საიას რეგიონული ოფისებთან მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით;
  • პროექტთან დაკავშირებული კამპანიების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, კონფერენციების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
 
 წყარო: www.gyla.ge