en
ge

აღმასრულებელი დირექტორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • დაწყების თარიღი: 05.02.2018
  • ბოლო ვადა: 08.02.2018
  • ბმული: http://jobs.ge/165255/
არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1997 წლის 12 სექტემბერს. ორგანიზაციის წევრები პროფესიონალი ადვოკატები არიან, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთ უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფენ ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით.
წყარო: jobs.ge