en
ge

ონლაინ რადიო "ჩემი ხმა" სკოლებში

"ჰელფინგ ჰენდ"-ი და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) ამა წლის 15 იანვრიდან ახორციელებს პროგრამას ონლაინ რადიო „ჩემი ხმა" სკოლებში, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში თემატური მრავალფეროვნების ხელშეწყობას და მულტიმედია კონტენტის სასკოლო პროცესებში ინტეგრირებას. პროექტი ხორციელდება FRIDA მხარდაჭერით.
პროგრამის ფარგლებში შეირჩევა ქ. თბილისში  სამი საჯარო და კერძო სკოლა,  მოსწავლეები და პედაგოგები (8-12 კლასი), რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნულ პროგრამაში. თოთოეული სკოლიდან ერთი პედაგოგი და ხუთი სკოლის მოსწავლე. პროგრამა ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ონლაინ რადიოს ფუნქციონირების შესახებ, სკოლაში მედია კლუბის შექმნას და აუდიო ჩანაწერების მომზადებას.
რეგისტრაციის მსურველებმა იხილეთ ბმული..