"ჰელფინგ ჰენდ"-ი ამა წლის 5 თებერვლიდან იწყებს განაცხადების მიღებას მომავალი პოლიტიკოსების სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გოგონებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას და გააძლიეროს ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში. პროგრამა ხორციელდება Wold Connect -ის მხარდაჭერით.
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 25 მონაწილე საქართველოს ყველა რეგიონიდან, 16 დან 21 წლამდე, რომლებიც პირველ ეტაპზე გაივლიან 4-5 დღიან სასწავლო კურსს თბილისში; პროგრამა ასევე მოიცავს ფორუმში "ქალები პოლიტიკაში" მონაწილეობას, პოლიტიკოსებთან შეხვედრებს, სასწავლო ვიზიტებს. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები თავად დაგეგმავენ და განახორციელებენ ადვოკატირების კამპანიებს რეგიონებში. პროგრამის მანძილზე მონაწილეებს კონსულტირებას გაუწევენ მენტორები.
რეგისტრაციისთვის იხილეთ
ბმული..