en
ge

კონფერენცია კვლევების მეთოდების შესახებ

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი – CRRC
  • დაწყების თარიღი: 14.03.2013
  • ბოლო ვადა: 05.04.2013
  • ბმული: http://www.crrccenters.org/news/?id=273
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) აცხადებს კონკურსს კვლევითი მეთოდების შესახებ კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის. კონფერენციის მიზანია შეკრიბოს ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევარები, რომელთა საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში ძირითადი მეთოდოლოგიური და პრაქტიკული საკითხების შესწავლაა. კონფერენცია ფოკუსირებული იქნება კონსტრუქციული დისკუსიების წარმართვაზე. მკვლევარებს შესაძლებლობა მიეცემათ განიხილონ და შეადარონ კვლევის საკუთარი მეთოდები, რაც ხელს შეუწყობს მეთოდოლოგიური ინოვაციების დანერგვას რეგიონში.