en
ge

ტენდერი საკომუნიკაციო კამპანიის მართვაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • დაწყების თარიღი: 12.02.2018
  • ბოლო ვადა: 25.02.2018
  • ბმული: http://jobs.ge/166063/
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა.
ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს http://transparency.ge
პროექტის აღწერა:
საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის მოსახლეობის გააზრებულ არჩევანს და დაკვეთას წარმოადგენს. ეს არჩევანი ასევე ქვეყნის მთავრობის მთავარ საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც გამყარებულია კონსტიტუციის დონეზე, არაერთ სახელმწიფო დოკუმენტშია დაფიქსირებული და მთავრობის სხვადასხვა აქტივობითაა წარმოჩენილი. ამასთან ერთად, ბოლო წლებში, მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა რუსეთიდან მომავალმა ჰიბრიდულმა საფრთხეებმა. დასავლური ცივილიზაციის ქვეყნებში უკვე არავინ დავობს რუსეთის მხრიდან მომავალი ამ ზრახვებისა და ქმედებების მტრულ და სახიფათო ხასიათზე. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი გახდა მათი სამიზნე, განსაკუთრებით ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების კვალდაკვალ.
აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები ეფექტურად აღუდგნენ წინ ამ გამოწვევებს, ხოლო საზოგადოება არ გახდეს მათი ადვილი სამიზნე. ამ საქმეში, ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვანი როლის შესრულება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ჯგუფებს თუ კერძო პირებს შეუძლიათ.
სწორედ ამ მიზნით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გადაწყვიტა დაგეგმოს და განახორციელოს გრძელვადიანი კამპანია რუსეთიდან მომავალი საფრთხეების უკეთ წარმოჩენისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით.
წყარო:jobs.ge