en
ge

მოხალისე სტაჟიორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 26.02.2018
  • ბმული: https://idfi.ge/ge/pagel/vacanciesview/11
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას.
დაარსების დღიდან, IDFI ცდილობს გააძლიეროს საზოგადოება და გახადოს იგი მეტად ინკლუზიური და ინფორმირებული. იგი მუშაობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, იცავს ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს კარგი მმართველობის დანერგავს და ამზადებს ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებსა და რეკომენდაციებს; ორგანიზაცია ასევე ადვოკატირებას უწევს ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს. IDFI-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.idfi.ge
IDFI პროექტის „საზოგადოების გაძლიერება კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის" ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას ნახევარ განაკვეთზე მომუშავე სტაჟიორის პოზიციაზე. სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე.
წყარო:idfi.ge