სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მუშაობს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნაზე. უკვე მეექვსე წელია ტარდება კონკურსი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებრივი პრობლემების გაშუქებაზე.
კონკურსის მიზანი
ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი საკითხების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის და სამოქალაქო აქტივობის უფრო თართოდ და ღრმად გაშუქებას.
კონკურსის ნომინაციები
თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი ჯილდო – 1000 ლარის ოდენობით.
ჟიურის გადაწყვეტილებით გაიცემა მეორე (500 ლარი) და წამახალისებელი პრემიები.
გამარჯვებულებს გამოავლენს კომპოტენტური ჟიური შემდეგი შემადგენლობით:
კონკურსის შედეგები გამოცხადდება დაჯილდოვების ცერემონიაზე.
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზოგადოებრივ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს. საკონკურსო ნამუშევრების მიღება დაიწყება 2013 წლის 1 აპრილს და გაგრძელდება 30 აპრილამდე.
მასალები წარმოდენილი უნდა იყოს შემდეგი სახით
მასალის ჩაბარებისას მონაწილემ უნდა შეავსოს სპეციალური ანკეტა.
საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული ან ეთერში გასული უნდა იყოს 2012 წლის 1 აპრილიდან - 2013 წლის 1 აპრილამდე.
კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო მასალა უნდა წარმოადგინონ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისში, მისამართზე:
თბილისი, 26 მაისის მოედანი V სართული,
ტელ. 294 16 05, 236 36 00
e-mail: temuri@civilin.org
ვებ–გვერდი: www.civilin.org