en
ge

ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობა

„ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობა" - ცენტრი „აფხაზეთის" ახალი პროექტია, რომელსაც ორგანიზაცია 2018 წლის იანვარიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ქ. სოხუმსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდა ქალები სხვადასხვა ხელსაქმის შემსწავლელ ჯგუფებსა და კულტურულ ღონისძიებებში ჩაერთვებიან, აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგებსა და ერთობლივ შეხვედრებში.
პროექტი ხორციელდება ჯერმან მარშალის ფონდის შავი ზღვის პროგრამის / The Black Sea Trust for Regional Cooperation, A Project of German Marshall Fund ფინანსური მხარდაჭერით.
ინტერესისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მონაწილეები შეისწავლიან ერთი ტიპის ხელსაქმეს,  პოლიმერულ თიხაზე მუშაობა ან აქსესუარების შექმნა სუტაჟის ტექნიკის გამოყენებით.
პროექტში ჩაერთვება 40 მოტივირებული, შესაბამისი გამოცდილებისა და ინტერესის მქონე ქართველი და აფხაზი ახალგაზრდა ქალი. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ოთხი თვის განმავლობაში.
წყარო: ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი"