en
ge

გაცვლითი და რეზიდენციის პროგრამები ახალგაზრდა მხატვრებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: თანამედროვე ხელოვნების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი აცხადებს ახალგაზრდა მხატვრების პორტფოლიოების მიღებას, საერთაშორისო გაცვლით და რეზიდენციის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.
მიმდინარე წელს ცენტრთან პარტნიორობით იგეგმება რეზიდენციის პროგრამა ქართველი მხატვრებისთვის შემდეგ ქვეყნებში:
Binz39 / ციურიხი, შვეიცარია
თანამედროვე ხელოვნების პლატფორმა / ვენა, ავსტრია
Galeria Arsenal / ბელისტოკი, პოლონეთი
პორტფოლიოების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს და უნდა იყოს PDF ფორმატში შენახული, რომლის გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: info@cca.ge