en
ge

სტაჟირების პროგრამა - რეგიონები

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  • დაწყების თარიღი: 15.02.2018
  • ბოლო ვადა: 26.02.2018
  • ბმული: http://jobs.ge/166431/
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის სტაჟირების პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მისიის განხორციელებაში.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები საქართველოს 10 ქალაქში 2011 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს ნეიტრალურ და ხელმისაწვდომ სივრცეს დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობისა და წარმართვისთვის. ცენტრების მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) "სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი" (ACCESS). თითოეული ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე რესურსით, მათ შორის, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებით, კომპიუტერული ლაბორატორიით და ბიბლიოთეკით. დემოკრატიული პროცესების წარმართვაში მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობის მიმართულებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებმა განსაკუთრებული როლი ითამაშეს საარჩევნო მედია ცენტრების შექმნის გზით. ინფორმაცია ცენტრების შესახებ იხილეთ ბმულზე..
წყარო: jobs.ge