en
ge

მენეჯერი

კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ აცხადებს მენეჯერის ვაკანსიას. ორგანიზაცია 25 წელია ემსახურება გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირებს და სთავაზობს მათ დღის ცენტრის მომსახურებას. ორგანიზაცია ასევე მუშაობს შშმ პირების უფლებების ადვოკატირების მხრივ; ამასთან დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსებს სოციალ თერაპიაში.
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი კვირაში)
სამუშაო დრო: 10:00 - 18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ძირითადი მოთხოვნები:
მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
ინგლისური ენა (სრულყოფილად)
კომუნიკაბელური და ლიდერის თვისებების მქონე
პოზიცია ითვალისწინებს:
ორგანიზაციის ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში: სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების და შეხვედრების ორგანიზება, აქციის და გამოფენა-გაყიდვების ორგანიზება, პროდუქციის დამკვეთების მოძიება, სხვა PR ღონისძიებები.
ფინანსების მოძიება: დონორების მოძიება, პროექტების შედგენა/განხორციელება, აქციების ორგანიზება/მოწყობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ CV გამოგზავნოთ 28 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: infoapnsc@gmail.com
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 593518005; ან მოგვწერეთ infoapnsc@gmail.com
წყარო: Apnsc კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ