საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) და კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) იწვევენ ჟურნალისტებს ნამუშევრების წარსადგენად კონკურსში "დევნილთა პრობლემები და გამოწვევები საქართველოში".
დაჯილდოვდება საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი დევნილი თემის პრობლემებსა და გამოწვევებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილების კონტექსტში.
კონკურსის მიზანია - დევნილთა თემში არსებული საკითხების მიმართ დაინტერესებული პირების (ე.წ. სტეიკჰოლდერების) ინტერესებისა და ცნობიერების გაზრდა. ასევე, დევნილი მოსახლეობის საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა და დევნილთა სოციალ-ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესების ხელშეწყობა. კონკურსის ინიციატორთა უმთავრესი ამოცანაა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა, აგრეთვე, დევნილთა თემებზე მომუშავე ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის და ზოგადად საზოგადოების ყურადღების გამახვილება დევნილთა პრობლემებსა და გამოწვევებზე.
წყარო: jobs.ge