en
ge

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს რამდენიმე ვაკანსიაზე - თბილისი, რეგიონები

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 18.02.2018
  • ბოლო ვადა: 26.02.2018
  • ბმული: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=19489&lang=geo
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს რამდენიმე ვაკანსიაზე თბილისში, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში პროექტის „წყალი ღარიბებისთვის" ფარგლებში. პროექტს ევროპის კომისიის ფინანსური დახმარებით ახორციელებს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიური ქსელი (CENN), რომლის პარტნიორიც არის ადამიანის უფლებათა ცენტრი.
  • ადამიანის უფლებათა ექსპერტი
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს  კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონში არსებული WASH (წყლის, სანიტარიული და ჰიგიენის) სტანდარტებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის კვლევის მომზადებაზე  პროექტის „წყალი ღარიბებისთვის" ფარგლებში. პროექტს ევროპის კომისიის ფინანსური დახმარებით ახორციელებს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიური ქსელი (CENN), რომლის პარტნიორიც არის ადამიანის უფლებათა ცენტრი. კვლევის მოსამზადებლად ცენტრი იწვევს სამართალმცოდნეს, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს ან შესაბამისი სფეროს წარმომადგენელს.
  • ადგილობრივი კოორდინატორი კახეთის რეგიონში
კახეთის რეგიონში ადგილობრივი კოორდინატორის საქმიანობის კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადამიანის უფლებების სპეციალისტი/პროექტის კოორდინატორი.
  • იურისტი კახეთის რეგიონში
სამუშაო ადგილი: გურჯაანი, კახეთის რეგიონი (დაფარვის ზონა: ახმეტა, ლაგოდეხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები)
  • იურისტი ქვემო ქართლის რეგიონში
სამუშაო ადგილი: რუსთავი, ქვემო ქართლის რეგიონი (დაფარვის ზონა: დმანისის, მარნეულის, თეთრიწყარო, წალკის   მუნიციპალიტეტები)
 
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 26 თებერვალი 18:00 სთ.
წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი