კონკურსი "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2018" იწყება!
კონკურსი იმართება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით.
2018 წელს კონკურსი გაიმართება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში და მისი ორგანიზატორები არიან "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" და "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი".
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და ასევე, არსებული სოციალური საწარმოებისთვის პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა.
წყარო:jobs.ge