პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი იწვევს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და მიუძღვით წვლილი საკუთარ ქვეყნის ან რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში.
ცენტრი სამოქალაქო საზოგადოებაში გულისხმობს: აქტივისტებს, ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ადვოკატებს, IT ექსპერტებს, სოციალურ მეწარმეებს, მსახიობებსა და რეჟისორებს, რომლებიც მუშაობენ სოციალურ საკითხებზე და ზრუნავენ საზოგადოების კეთილდღეობაზე.
პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი აანაზღაურებს სამოგზაურო და საცხოვრებელ ხარჯებს. თქვენ, ასევე გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ გრანტი თქვენი პროექტისთვის და გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნის დონე.
წყარო: www.edu-active.com