სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს – შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება და განავითარონ პიროვნული უნარ–ჩვევები. ასევე ხელს შეუწყობს მონაწილეთა პროფესიული კავშირების ზრდას და სამომავლო დასაქმების პერსპექტივებს შექმნის.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ e-learning-ის სერთიფიცირებულ სტუდენტებს.
კონკურსში გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ 6 თვიანი სტაჟირების პროგრამა საზოგადოებრივ ორგანიზაციაში და მოიპოვონ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) სტიპენდია (70-75 ევროს ექვივალენტი ყოველთვიურად).
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ ინტერესის გამოხატვის კითხვარი, რის შემდეგაც მიიღებთ დეტალურ ინსტრუქციას და მასპინძელი ორგანიზაციების ბაზას.
კითხვარის შევსების ბოლო ვადა არის 25 თებერვალი.
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სტაჟირების პროგრამა შესაძლებლობას მისცემს 6 თვით აიყვანონ დამატებითი კადრი, რომელსაც CSI-ი კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სტიპენდიას გადაუხდის. ორგანიზაციებს, რომლებიც აიყვანენ სტაჟიორს და ასევე ექნებათ e-learning- ის მინიმუმ 1 სერთიფიკატი, მიეცემათ დამატებითი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში. გრანტის მოცულობაა 10 000 ევრო.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ ინტერესის გამოხატვის კითხვარი, რის შემდეგაც მიიღებთ დეტალურ ინსტრუქციას და სტუდენტების ბაზას.
კითხვარის შევსების ბოლო ვადა არის 25 თებერვალი. CSI-ი ხელს შეუწყობს სტუდენტის და მასპინძელი ორგანიზაციის ერთმანეთთან დაკავშირებას. მას შემდეგ რაც გამოთქვამთ სურვილს პროგრამაში მონაწილეობაზე და შეავსებთ ინტერესის გამოხატვის კითხვარს.
შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით თათა ბოჭორიშვილს
ტელ: (995 32) 2 36 36 00
ელ–ფოსტა: tamar@civilin.org