საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება". საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კონსორციუმს, რომელიც შედგება ორი ან მეტი საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან, რომელთაგან ერთი მაინც რეგისტრირებულია და საქმიანობს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისის გარდა. შესაძლებელია კონსორციუმში ასევე შედიოდეს რეგისტრირებული სათემო ორგანიზაციაც.
საგრანტო განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 მარტი 2018 წელი, 18:00 საათი.
წყარო:jobs.ge