en
ge

ჟურნალისტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: საქართველოს გაეროს ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 27.02.2018
  • ბოლო ვადა: 05.03.2018
  • ბმული: http://jobs.ge/167582/
"საქართველოს გაეროს ასოციაცია" ეძებს ინგლისურენოვან ჟურნალისტს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ასოციაციის სხვადასხვა კვლევით და მედია პროექტებში, მათ შორის "სივილ ჯორჯიას" (Civil Georgia, http://www.civil.ge) ყოველდღიურ ჟურნალისტურ საქმიანობაში.
"სივილ ჯორჯია" 2001 წელს დაფუძნდა, როგორც საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტი. ამ დროიდან მოყოლებული, ონლაინ გამოცემა საქართველოს შესახებ საიმედო ინფორმაციის წყაროა.
საქართველოს გაეროს ასოციაცია არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 1995 წლიდან მოღვაწეობს ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშესაწყობად.
კანდიდატების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება ქვემოთ ჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, თუმცა გაეროს ასოციაცია განიხილავს ყველა განაცხადს, კანდიდატურის ასაკისა თუ სამუშაო გამოცდილების მიუხედავად.
წყარო: jobs.ge