en
ge

ექსპერტის ასისტენტი წყლის, სანიტარიული და ჰიგიენის სტანდარტებში

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 27.02.2018
  • ბოლო ვადა: 07.03.2018
  • ბმული: http://jobs.ge/167631/
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონში არსებული WASH (წყლის, სანიტარიული და ჰიგიენის) სტანდარტებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის კვლევის მომზადებაზე პროექტის "წყალი ღარიბებისთვის" ფარგლებში.
პროექტს ევროპის კომისიის ფინანსური დახმარებით ახორციელებს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიური ქსელი (CENN), რომლის პარტნიორიც არის ადამიანის უფლებათა ცენტრი.
კვლევის მოსამზადებლად ცენტრი იწვევს კვლევის ასისტენტად ექსპერტს WASH (წყლის, სანიტარიული და ჰიგიენის) სტანდარტებში.
წყარო:jobs.ge