en
ge

ლექციების ციკლი ახალი კონსტიტუციური მოდელის შესახებ

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის უკანასკნელი რეფორმით მმართველობის მოდელი მეექვსედ შეიცვალა. 2017 წლის რეფორმამ შემოთავაზებული ახალი მოდელი 1995 წლის კონსტიტუციის ფარგლებში დაადგინა, თუმცა, ამავდროულად, სრულიად შეცვალა უზენაესი კანონის გარეგნული სახე.
რამდენად არის ეს ცვლილებები თვისებრივი სიახლე? რამდენად შეძლო მან იმ პარადიგმის შემოტრიალება, რომელიც ათწლეულებია გამოიყენება ქართულ კონსტიტუციონალიზმში? როგორ აღიქმება ძალაუფლების სტრუქტურა უზენაესი კანონის მიერ? – ამ საკითხებზე ისაუბრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი წევრი ვახუშტი მენაბდე, ლექციების ციკლში: „საქართველოს კონსტიტუციის უკანასკნელი გადასინჯვა – რეფორმა და ტრასფორმაცია".
ლექციებზე დასწრება უფასოა;
მონაწილეობისთვის არ არის აუცილებელი იურიდიული განათლება;
შეხვედრების 80%-ზე დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი;
დაინტერესებულმა პირებმა 14 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელფოსტაზე: vakhtang.menabde@iliauni.edu.ge (პასუხს მიიღებენ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატები არაუგვიანეს 16 მარტისა);
ლექციები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველ ორშაბათს, 19:00-დან 20:30 საათამდე. მის.: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N32.
პირველი ლექცია გაიმართება 19 მარტს.
წყარო: iliauni.edu.ge