en
ge

საპარლამენტო სტაჟირების პროგრამა

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: Tetra Tech ARD
  • დაწყების თარიღი: 07.03.2018
  • ბოლო ვადა: 15.03.2018
  • ბმული: http://jobs.ge/168450/
დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ხუთწლიან პროექტს, რომელიც ხორციელდება Tetra Tech ARD-ის მიერ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი მმართველობის განვითარებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე. GGI-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტია, რომელთანაც ის პოლიტიკის შემუშავების და საკანონმდებლო კონტროლის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობს.
სტაჟირების პროგრამა:
აღნიშნული საქმიანობის გასააქტიურებლად, GGI ეძებს ორ საპარლამენტო სტაჟიორ/ანალიტიკოსს, რომლებიც დასაქმდებიან GGI-ის პარტნიორ საპარლამენტო კომიტეტებში:

  • საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტში
  • დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში.

წარმატებულ კანდიდატებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა და შეიძინონ გამოცდილება კანონმდებლობის შემუშავებაში, პოლიტიკის კვლევასა და ანალიზში, საპარლამენტო და საკომიტეტო საქმიანობაში, საბიუჯეტო პროცესსა და ბიუჯეტის ანალიზში.
წყარო: jobs.ge