იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტროს ბიბლიოთეკებისა და კულტურის ინსტიტუტების გენერალურმა დირექციამ გამოაცხადა კონკურსი თარგმანის დასაფინანსებლად უცხოეთში იტალიური ენისა და კულტურის ხელშეწყობის ფონდის მეშვეობით.
გაიცემა 10 პრემია (თითოეულის ოდენობა 9.500 ევროს შეადგენს) შემდეგი ნაწარმოებებისა და ნაშრომების იტალიური ენიდან უცხო ენაზე და უცხო ენიდან იტალიურ ენაზე თარგმანისათვის:
- პროზისა და პოეზიის ნიმუშები;
- ლიტერატურული ან ხელოვნების კრიტიკა, ესეისტიკა და სამეცნიერო კვლევა;
- კინემატოგრაფიული ან თეატრალური სცენარი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ ცალკეულ მთარგმნელებს, გამომცემლობებს, კინო- და თეატრალურ სტუდიებს.
წყარო: ambtbilisi.esteri.it