en
ge

შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმი: ახალგაზრდები მდგრადი მშვიდობისთვის

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – Caucasian House კავკასიური სახლი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად სასწავლო პროექტში ,,შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის დიალოგი: ახალგაზრდები მდგრადი მშვიდობისთვის".

კურსის მიზანი:
  • შეიქმნას მდგრადი პლატფორმა შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა ექსპერტებს შორის ინფორმაციის გასავრცელებლად;
  • მომზადდეს ახალგაზრდა თაობის ექსპერტების ჯგუფი, რომელიც შეძლებს გაამრავალფეროვნოს რეგიონის განვითარებისა და მშვიდობის მშენებლობის ხედვები;
  • წახალისდეს დისკუსია რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით ტრანსფორმაციასა და გარდამავალ პერიოდში არსებულ გამოწვევებზე.

პროექტის კომპონენტები:
  • 4 დღიანი საგანმანათლებლო პროგრამა. უნგრეთი, 9-12 მაისი, 2018;
  • მოწვეული უცხოელი მომხსენებლები წაიკითხავენ ლექციებს დემოკრატიზაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე, აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე, ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების პოლიტიკაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, ასევე შავი ზღვის აუზში კონფლიქტების მართვის პროცესზე;
  • კურსის მსვლელობისას გაიმართება ახალგაზრდული ფორუმი, სადაც პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ხედვები გაუზიარონ ერთმანეთს მათი ქვეყნებისა და რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე. საუკეთესო მოხსენებები გამოქვეყნდება კავკასიური სახლის და მისი ევროპელი პარტნიორების გვერდებზე.
  • შავი ზღვის რეგიონიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეირჩევა სულ 20 მონაწილე.
  • სამუშაო ენა – ინგლისური.

განაცხადის შემოტანა:
გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე არაუგვიანეს 2018 წლის 23 მარტისა.
ელ. მისამართზე: application@caucasianhouse.ge
გადაწყვეტილების შესახებ გეცნობებათ 30 მარტს.
წყარო: regional-dialogue.com