en
ge

ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიები ლუნდის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: ნევროლოგია/ნეირომეცნიერება.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი/ლუნდის უნივერსიტეტი)
  • სტიპენდიის მინიჭება (ლუნდის უნივერსიტეტი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 21 მარტის, 17:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge
წყარო: tsu.ge