en
ge

ტრენინგი “საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება”

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: CSRDG
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 23.03.2018
  • ბმული: http://www.csrdg.ge/treningi/
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, იწვევს სათემო ორგანიზაციების/საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს ტრენინგების – "საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება” პირველ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები შემდეგი საკითხების შესახებ:

  • საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მნიშვნელობა; კავშირი ორგანიზაციის ეფექტურობასთან;
  • ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ძირითადი პრინციპები და განვითარების ფაზები;
  • მონაწილეობის მცნება და მისი დონეები;
  • ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრაქტიკული ინსტრუმენტები.
წყარო: csrdg.ge