en
ge

თანაშემწე/სტაჟიორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 12.03.2018
  • ბოლო ვადა: 23.03.2018
  • ბმული: http://jobs.ge/168782/
კონკურსი საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: არასრული
იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს როგორც წესი, 8 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში თანაშემწეს/სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი.
კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კონკურსის შედეგად სისხლის სამართლის მიმართულებით შეირჩევა არაუმეტეს 8, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - არაუმეტეს 22 პირი, რომლებიც საქმიანობას დაიწყებენ 2018 წლის 1 მაისიდან.
წყარო: jobs.ge