en
ge

სალექციო კურსი – „ქალაქის ურბანული და ეკოლოგიური განვითარება“

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: კავკასიური სახლი
  • დაწყების თარიღი: 26.02.2018
  • ბოლო ვადა: 25.03.2018
  • ბმული: http://regional-dialogue.com/apps/
კურსის მიზანია თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს ურბანული განვითარებისა და ეკოლოგიური საკითხების შესახებ, აამაღლოს მათი ცოდნის დონე დედაქალაქში არსებული პრობლემების შესახებ, და ამგვარად, ხელი შეუწყოს მათ სამოქალაქო ჩართულობას.
სალექციო კურსის ფარგლებში ჩატარდება 10 ლექცია, რომლებსაც წაიკითხავენ დარგის სპეციალისტები. ასევე, პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ ეკოლოგიის და ურბანული განვითარების თემაზე მომუშავე საჯარო მოხელეებს. კურსის დასრულების შემდეგ, სალექციო კურსის მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში, სადაც ფოტო ნამუშევრის და/ან ესეს საშუალებით წამოადგენენ საკუთარ ხედვებს ურბანული განვითარების და/ან ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სიმბოლური პრიზებით.
წყარო: egional-dialogue.com