გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International) საქართველოში თავის საქმიანობას ახორციელებს 2002 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს და განავითაროს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების კონცეფცია და წვლილი შეიტანოს ახალგაზრდების და ზრდასრულთა განათლების გზით სიღარიბის დაძლევაში (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.dvv-international.ge).
2006 წლიდან DVV International-მა 10 ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრი დაარსა საქართველოში, კერძოდ, კახეთში, ქვემო-ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო-სვანეთში და რაჭაში.
ცენტრები უზრუნველყოფენ მოსახლეობას ფართო სპექტრის არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებით და საქმიანობით, რომელიც მიმართულია დასაქმების პერსპექტივის, ბენეფიციარების თვითგანვითარების და მათი ცხოვრების დონის ამაღლებისკენ.
ყოველწლიურად დაახლოებით 10000 ადამიანი იღებს მონაწილეობას პროფესიულ, უცხო ენების, კომპიუტერების, ბუღალტრულ, მცირე ბიზნესის, სოფლის მეურნეობის და სამოქალო განათლების პროგრამებში, ასევე სხვა მრავალ საზოგადოებრივ და სათემო ღონისძიებაში.
2018 წელს DVV International - საქართველო გეგმავს ახალი საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებას იმერეთის რეგიონში. ცენტრი სრულად ფუნქციონირებას დაიწყებს 2019 წლის გაზაფხულისთვის.
წყარო:jobs.ge