en
ge

ტენდერი მდ. ალაზნისა და იორის სააუზე მართვის გეგმის შემუშავებისთვის

პროექტი "ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის” (EUWI+East) ეპატიჟება შესაბამისი გამოცდილების მქონე ადგილობრივ კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კვლევით/აკადემიურ ინსტიტუტებს და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს საქართველოში, მონაწილეობის მისაღებად  მდ. ალაზნისა და იორის სააუზე მართვის გეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებულ ტენდერში. 
 აღნიშნული სამუშაოს ძირითადი მიზანი იქნება საქართველოში მდ. ალაზანი-იორის აუზის მართვის გეგმის (სამუშაო ვერსიის) ელემენტების და ინსტრუმენტების შემუშავება, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (EU WFD) პრინციპების შესაბამისად.
განხორციელების ვადა: კონტრაქტის ხელმოწერიდან 18 თვის განმავლობაში
განხორციელების სავარაუდო პერიოდი: 2018 წ. მაისი - 2019 წ. ოქტომბერი.