ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტი - Chatham House იწყებს აპლიკაციების მიღებას რობერტ ბოშის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდოვის, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებს. სტიპენდიის თვიური მოცულობა 2340 ევროა და ის განკუთვნილია აკადემიის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების/სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო სტრუქტურების და მედიის წარმომადგენლებისთვის.
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით აქვთ განათლება მიღებული.
წყარო: www.edu-active.com