en
ge

სასწავლო სესიები სამ მოდულზე: დასაქმება, ფინანსური განათლება, მეწარმეობა

ბათუმის ამერიკული კუთხე და არასამთავრობო ორგანიზაცია 'საორსა' წარმოგიდგენთ ახალ პროექტს 'Design Youth Livelihood: Create and Employ'.
პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისათვის დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება. არაფორმალური განათლების ფარგლებში ახალგაზრდებისათვის საარსებო საშუალებების შესახებ გაიმართება სასწავლო სესიები, რომელიც მოიცავს სამ მოდულს: დასაქმება, ფინანსური განათლება, მეწარმეობა.
სასწავლო კურსს გაუძღვებიან ამერიკის გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის ფარგლებში ეხმარებიან ახალგაზრდებს აიმაღლონ ცნობიერება და განივითარონ პროფესიული უნარები მათი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
პროექტი შერჩეულ სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების პროგრამებს და პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სახის პროფესიულ აქტივობებს ✌️
რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ გამოგზავნოთ სრულყოფილად შევსებული ონლაინ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 10 აპრილის 23:00 საათისა. 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში