en
ge

ექსპერტის მოწვევა ინტერესის გამოსახატად მონაწილეობითი ბიუჯეტირების გამოცდილების კვლევის და ქართული მოდელის შემუშავებისთვის

პროექტის შესახებ

პროექტი "ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში” ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი "პური სამყაროს” (Bread For the World) მხარდაჭერით. პროექტი ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რათა მონაწილეობისა და ჩართულობის გზით, მოქალაქეებმა შეძლონ საკუთარი ცხოვრების უკეთ მართვა, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიღება, შედეგად კი, მარგინალიზაციის, უთანასწორობისა და სიღარიბის დაძლევა. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელის ჩამოყალიბება და მისი დანერგვის ხელშეწყობა. 

სამუშაოს ზოგადი აღწერა

მოწვეული ექსპერტის ძირითადი ფუნქციაა მონაწილეობითი ბიუჯეტირების საუკეთესო პრაქტიკის და საქართველოში არსებულ გამოცდილების მიმოხილვა. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმმართველობის და CSI-ის წარმომადგენლების ჩართულობით მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელის შემუშავება საქართველოს თვითმმართველობებისთვის და აღნიშნული მოდელის წარდგენა 7 სამიზნე მუნიციპალიტეტში. ასევე ტრენინგ კურსისთვის მეთოდოლოგიის/მოდულის შემუშავება და ტრენერთა ტრენინგის ჩატარება. 

ძირითადი მოვალეობები 

  • მონაწილეობითი ბიუჯეტირების საუკეთესო პრაქტიკისა და საქართველოში არსებული გამოცდილების შესახებ სამაგიდო კვლევის ჩატარება; 
  • მონაწიელობითი ბიუჯეტირების მოდელის შესახებ ძირითადი მონახაზის/ხედვის დოკუმენტის შემუშავება; 
  • მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელის შემუშავება/განხილვის მიზნით კონსულტაციები სამიზნე მუნიციპალიტეტის და CSI-ის წარმომადგენლებთან, მიღებული წინადადებების შესაბამისად დოკუმენტის დაკორექტირება; 
  • მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელის სხვადასხვა ფორმატის განხილვაში და ლობირების პროცესში მონაწილეობა; 
  • მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელის წარდგენა 7 სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის – ღია შეხვედრა სსო-ებისთვის, მედიისთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის;
  • შემუშავებული მოდელის დანერგვის ხელშეწყობის პროცესში კონსულტირება და მენტორინგი; 
  • მონაწილეობით ბიუჯეტირებაზე ტრენინგ კურსის შემუშავება და ტრენერთა ტრენინგის ჩატარება. 

ვადები 

ექსპერტმა მონაწილეობითი ბიუჯეტირების კვლევა უნდა განახორციელოს ერთი თვის ვადაში. მონაწილეობითი ბუჯეტირების ქართული მოდელის დოკუმენტის პირველადი ვარიანტი უნდა შეიმუშავოს, კვლევის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში ხოლო ტრენინგის მეთოდოლოგია და მოდული მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელის შეთანხმდებიდან/შემუშავებიდან ორი კვირის ვადაში. 

კვალიფიკაცია და უნარები 

  • უმაღლესი განათლება - (სასურველია სამართალმცოდნეობის, ეკონომიკის, ფინანსების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით); 
  • პოლიტიკის დოკუმენტების, კონცეფციების ან/და სამართლებრივი აქტების შემუშავების გამოცდილება; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი და გამოცდილება; 
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. 

დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს

  • ინტერესის განაცხადი (სასურველი ანაზღაურების მითითებით);
  • რეზიუმე/CV. 

ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე. სასურველი ანაზღაურება აუცილებლად მიუთითეთ ინტერესის განაცხადში. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „მონაწილეობითი ბიუჯეტირების ქართული მოდელის მოწვეული ექსპერტი". 

მონაცემები გამოგზავნეთ შემდეგ ელ–მისამართზე: natia@civilin.org გაითვალისწინეთ: ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებს.