en
ge

საგრანტო კონკურსი „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა“

იაპონიის საელჩო საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს - „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა".
პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება 4–6 სხვადასხვა პროექტი, რომელიც ემსახურება ადამიანის საბაზისო საჭიროებების უზრუნველყოფას საქართველოში, ეს მოიცავს: სამედიცინო, საგანმანათლებლო, უსაფრთხოებასთან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით პროექტებს.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის გაიმართება საჯარო საკონსულტაციო შეხვედრაც.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში