en
ge

ესეების კონკურსი „წიგნიერი"

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა აცხადებს ესეების კონკურსის, "წიგნიერის" შესახებ.
კონკურსში, რომლის მიზანიც სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა, X და XI კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. მათ სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით კონკურსის დღეს ესეს დაწერა დაევალება. წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები - კნუტ ჰამსუნის „შიმშილი", ალბერ კამიუს „დაცემა" და გურამ რჩეულიშვილის „შპილკა" შეირჩა. მოსწავლეებმა წიგნები წინასწარ უნდა წაიკითხონ. ესეს სათაური კი კონკურსანტებისთვის წერის დღეს გახდება ცნობილი.
წყარო:http://www.nplg.gov.ge