28 აპრილს, თბილისში „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის" ორგანიზებით, გაიმართება ერთდღიანი ტრენინგი: სისხლის სამართლის პროცესზე გამოსვლის უნარ-ჩვევები.
ტრენინგის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას იმ უნარ-ჩვევების შესახებ, რომლებიც საჭიროა სისხლის სამართლის პროცესზე მოწმის დასაკითხად, ეფექტური შესავალი და დასკვნითი სიტყვის წარმოსათქმელად. ტრენინგზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
წყარო: ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში