საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს სურს შეარჩიოს თავისი პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მსურველები (ახალგაზრდული მუშაკები). ტრენინგები ჩატარდება საქართველოსა (თბილისში) და ბელგიაში (ბრიუსელი). პროექტს - "სოციალური მეწარმეობა მოწყვლადი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციისათვის" - ახორციელებს სომხეთის, ბელგიის, დანიის, საქართველოს და უკრაინის პარტნიორი ორგანიზაციების კონსორციუმი. პროექტის მოკლე მიმოხილვა იხილეთ დანართში 2.
წყარო: Jobs.ge