en
ge

ინოვაციური მედიცინის ინიციატივის (IMI) კონკურსის შესახებ

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • დაწყების თარიღი: 22.03.2018
  • ბოლო ვადა: 14.06.2018
  • ბმული: http://rustaveli.org.ge/ანონსები/page/1938
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  ინოვაციური მედიცინის ინიციატივა 2-ის (IMI), 2018 წლის რიგით 14-ე საგრანტო კონკურსის შესახებ.
IMI წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპული ფარმაცევტული ინდუსტრიის ერთობლივ პროექტს, რომელიც ემსახურება სამედიცინო დახმარებასა და პროცედურებზე წვდომის განვითარებას, განსაკუთრებით იმ რეგიონებში სადაც პაციენტები ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას. IMI-ს მეორე ფაზის (IMI2, 2014-2020) მიზანია ისეთი თანამედროვე ვაქცინების, წამლებისა და თერაპიების განვითარება, როგორიცაა ანტიბიოტიკები. პროგრამა ფოკუსირებულია ხანშიშესული ადამიანების მზარდი რაოდენობის, უკეთესი და ეფექტური წამლებითა და პროცედურებით უზრუნველყოფაზე.
წყარო: rustaveli.org.ge