en
ge

კონკურსი საკომუნიკაციო ოფისის მომსახურებისა და თანამშრომლების შესარჩევად

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 07.04.2013
ევროკავშირის პროგრამის "Investing in People/Gender Equality/Protection and promotion of women’s rights, and women’s social and economic empowerment” დახმარებით არასამთავრო ორგანიზაციების კოალიცია თვითმმართველი ქალაქ ფოთის თვითმამრთველობასთან თანამშრომლობით აფუძნებს რეგიონულ საკომუნიკაციო ოფისს (ჰაბს).
ჰაბი იმუშავებს, როგორც ელექტრონული და მობილური კომუნიკაციის ცენტრი და მოემსახურება ადგილობრივი მიკრო, მცირე, საშუალო და სხვა ბიზნესების საჭიროებებსა და ინტერესებს.
ხელშეკრულება დაიდება შემდეგი სახის ექსპერტიზის/მომსახურეის მოწოდებაზე:
  • ჰაბის ოფისის მენეჯმენტი/ოფის მენეჯერი;
  • თვითმამრთველ ქალაქ ფოთსა და მიმდებარე ზღვისპირა მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიზნესების დაქსელვა ჰაბის გარშემო/ 3 რეგიონული კოორდინატორი;
  • ICT მომსახურება/სპეციალისტი, ვინც დახმარებას გაუწევს ჰაბების თანამშრომლებს და ჩაუტარებს ტრეინინგებს;
  • ვირტუალური საბაზრო სივრცის მენეჯმენტი/ვებ-ოპერატორი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული (ა(ა)იპ) და ფიზიკურ პირებს.
შერჩევის კრიტერიუმებია:
  1. ვიწრო-დარგობრივი ექსპერტიზა საორგანიზაციო მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების, ადამიანური რესურსების მართვის, ე-დემოკრატიის, და სხვა აღნიშნულ სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებში; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამოქალაქო განათლების გამოცდილება განსაკუთრებული შეფასების საგანია;
  2. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში წარმატებული მონაწილეობის/პროექტების მართვისა და ანგარიშგების გამოცდილება;
  3. ადგილობრივი სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
  4. ადგილობრივ თემებთან და თვითმამრთველობებთან თანამშორმლობი გამოცდილება;
  5. წიგნიერება და გამოცდილება გენდერული პრობლემატიკის საკითხებში;
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.
გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები!
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) ექსპერტიზის განაცხადი განხორციელებული პროგრამების/პროექტების ქრონოლოგიისა და დონორი ინსტიტუტების ნუსხით /CV
და
ბ) მოტივაციის წერილი.
განაცხადები მიიღება 2013 წლის 7 აპრილამდე.
მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიღება 2013 წლის 18 მარტიდან წარმოებს ელექტრონული ფორმით მისამართზე: info@cda-georgia.org