მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი" იწყებს სალექციო კურსს მსოფლიო რელიგიებისა და კულტურის შესახებ.
ქუთაისში მცხოვრებ სტუდენტებს და საკითხით დაინტერესებულ პირებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი) ძირითად არსს და ისტორიას, დაესწრონ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს. კურსის მონაწილეები ასევე მოისმენენ ლექციებს კულტურასა და რელიგიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ დისკუსიებში.
წყარო: მშვიდობის,დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის გვერდი სოციალურ ქსელში