საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პროექტ "ღია წვის შედეგად მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების გარემოში გაფრქვევის წინააღმდეგ ორგანული საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და რეციკლირების პრაქტიკის და ალტერნატიული მეთოდების დანერგვა” ფარგლებში აცხადებს დახურულ კონკურსს.
საგრანტო კონკურსის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს სამიზნე თემებში ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ეკოკლუბის წევრებს გარემოსდაცვით საქმიანობების, კერძოდ: ორგანული ნარჩენების გადამუშავების გზით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, შენახვისა და გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიების დემონსტრირებასა და განხორციელებაში.
წყარო:www.csrdg.ge