საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ფონდი") სურს შეარჩიოს თავისი პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მსურველები (ახალგაზრდული მუშაკები). ტრენინგები ჩატარდება საქართველოსა (თბილისში) და ბელგიაში (ბრიუსელი). პროექტს - "სოციალური მეწარმეობა მოწყვლადი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციისათვის" -ახორციელებს სომხეთის, ბელგიის, დანიის, საქართველოს და უკრაინის პარტნიორი ორგანიზაციების კონსორციუმი.