პროექტის: „მოხალისეები ტოლარენტობისთვის" ფარგლებში, EVS იწყებს მოხალისეთა შერჩევას ბულგარეთში ერთთვიანი აქტივობის განსახორციელებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თურქეთის, რუმინეთის, სომხეთის, ესპანეთის, საქართველოს და იტალიის წარმომადგენლებს. პროექტის აქტივობის ფარგლებში, მოხალისეები გაეცნობიან ინფორმაციას სიძულვილის ენაზე და მასთან გამკლავების არაძალადობრივ მეთოდებზე, ამ პროცესში მედიის როლსა და ადამიანის უფლებებს. ისინი ჩაატარებენ სემინარებს და შეხვედრებს სკოლებში და ხელს შეუწყობენ ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობას აქტივისტურ საქმიანობაში.
წყარო: europa.eu