თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი აცხადებს კონკურსს პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში" ფარგლებში.
სთრით-არტი ანუ ქუჩის ხელოვნება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმაა და მკაფიოდ გამოხატული ურბანული ხასიათით გამოირჩევა.
მხატვრებმა უნდა შექმნან ეთნო კულტურაზე 5 განსხვავებულ ესკიზი, რომელიც ასახავს ეროვნული უმცირესობების კულტურას. გამარჯვებული ესკიზებით მოიხატება აჭარის 5 მუნიციპალიტეტში საჯარო სივრცე.
Street Art-ის მიზანია თანამედროვე ხელოვნების მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
წყარო: media.org.ge