en
ge

კონრად ადენაუერის ფონდის პოლიტიკური განათლების აკადემია

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: კონრად ადენაუერის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 03.04.2018
  • ბოლო ვადა: 10.04.2018
  • ბმული: http://www.kas.de/suedkaukasus/ka/events/76864/
კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი (KAS) ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად იწყებს პოლიტიკური განათლების აკადემიის მონაწილეთა შერჩევას.
აკადემია მიზნად ისახავს ახალგაზრდებში (18-25 წლის) არაფორმალური პოლიტიკური განათლების განვითარების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის 1-ელ, მე-2 და მე-3 კურსის ყველა მიმართულების სტუდენტებს.
პოლიტიკური განათლების აკადემიაში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 10 აპრილამდე უნდა გამოაგზავნონ განაცხადი ელ-ფოსტის მისამართზე: shorena.gharibashvili@kas.de
წყარო: www.kas.de