en
ge

სტაჟირება საქართველოს პარლამენტში

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ევროპის ახალგაზრდული ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 15.05.2018
  • ბმული: https://www.facebook.com/events/366280613884031/
სტაჟირება საქართველოს პარლამენტში
ევროპის ახალგაზრდული ასოციაცია/European Youth Associationიის ინიციატივით და სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს კოორდინაციით შეიქმნა სტაჟირების პროგრამა საქართველოს პარლამენტში.
აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის წესი და პირობები განსაზღვრულია "საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე" " საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილებით.
სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის ისეთი პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას, რაც აუცილებელია საჯარო მოხელისათვის.
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სტაჟირება ატარებს ერთჯერად ხასიათის, რათა მეტმა სტუდენტმა/კურსდამთავრებულმა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადა: 15 მაისამდე
წყარო: ევროპის ახალგაზრდული ასოციაცია