en
ge

გამოცხადდა კონკურსი - “ADAMI მედიის პრიზი 2018"

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: მედია პრიზი "ადამი"
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
  • ბმული: https://www.adamimediaprize.eu/competition-2018/
2018 წელს „ADAMI მედიის პრიზი"- ახალ გამარჯვებულებს გამოავლენს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამაუწყებლო კომპანიებს, მედია პროფესიონალებს, ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.
„ADAMI მედიის პრიზი" განკუთვნილია საუკეთესო სატელევიზიო, კინო და ონლაინ პროგრამებისთვის, რომლებიც ეხება მიგრაციის, ინტეგრაციის, ასევე ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების საკითხებს.
„ADAMI მედიის პრიზი" იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინოთ საკუთარი აუდიო-ვიზუალური ნამუშევრები და დაამყაროთ საერთაშორისო კონტაქტები.
კონკურსის ექვსივე ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. გარდა ძირითადი პრიზებისა, ADAMI საშუალებას აძლევს კონკურსში მონაწილე ჟურნალისტებს, რომლებიც სამუშაო დონეზე ფლობენ გერმანულ, ფრანგულ, ან რუსულ ენას შეავსონ აპლიკაცია სტიპენდიის მისაღებად. ADAMI-ს სტიპენდია ითვალისწინებს სტაჟირებას ევროპის უმსხვილეს ტელეკომპანიებში - ARTE (სტრასბურგი, საფრანგეთი), MDR (ლაიფციგი, გერმანია), DEUTSCHE WELLE (ბერლინი, გერმანია).
„ADAMI მედიის პრიზი 2018" საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო 1 თებერვალს.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადებია:
1. 2018 წლის 1 ივლისი - 11/10/2016 - 31/12/2017 პერიოდში გასაჯაროებული მასალებისთვის;
2. 2018 წლის 1 ოქტომბერი - 01/01/2018 – 01/10/2018 პერიოდში გასაჯაროებული მასალებისთვის.
წყარო: www.adamimediaprize.eu