en
ge

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს

თუ ხართ ახალგაზრდა კურსდამთავრებული, გაქვთ სულ მცირე, ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომი და ერთ წლამდე პროფესიული გამოცდილება, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას. სტაჟირების მაქსიმალური ვადაა 6 თვე, ყოველთვიური ანაზღაურება კი 500 ევრო. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დეტალური CV და სამოტივაციო წერილი, თუ რატომ გსურთ ევროკავშირის სტაჟირებაში მონაწილეობა.
წყარო: eeas.europa.eu