ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" მიერ განხორციელებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) მეშვეობით აპირებს თავისი საქმიანობის გაფართოებას საქართველოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული მოსამართლეებისთვის პროფესიული შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა მიერ თავიანთი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას და სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ლიდერობა, ცვლილებების მართვა, სასამართლო საქმეთა მართვა, სასამართლო ეთიკა და დისციპლინა, უნარ-ჩვევების შეძენას.
სასწავლო ვიზიტი ვაშინგტონში და სან ფრანცისკოში, რომელიც 2018 წლის ივლისში არის დაგეგმილი, განკუთვნილია სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მოსამართლეებისათვის. სასწავლო ვიზიტის დაახლოებითი თარიღებია 14-28 ივლისი. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო არ არის (შეხვედრების დროს გათვალისწინებულია თარგმანი). სასწავლო ვიზიტი შეეხება მოსამართლეთა დისციპლინის, სასამართლოების გადატვირთულობის, საქმეთა მართვის, დროის მართვის, კომუნიკაციისა და სამოსამართლო ეთიკის საკითხებს.
წყარო: jobs.ge