en
ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალი აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკარის და ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალი
  • დაწყების თარიღი: 11.04.2018
  • ბოლო ვადა: 24.04.2018
  • ბმული: https://gyla.ge/ge/mod/competitions/46
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალი აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკარის და ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: არასრული
ძირითადი ფუნქციები:
- საიას აჭარის ფილიალში ბიბლიოთეკის მომსახურება როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულ ფორმატში;
- საიაში სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია;
- ზედამხედველობა მძღოლისა და დამლაგებლების საქმიანობაზე;
- ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროებების განსაზღვრა და შესყიდვის პროცედურების წარმართვა;
- შესყიდვების ხელშეკრულების მომზადება და კონტროლი დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე, შესაბამისი რეესტრის წარმოება;
- ოფისების კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვასა და მათი მუშა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, ინვენტარიზაციის განხორციელება;
- ფილიალის თანაშემწეების დოკუმეტების მიღება და აღრიცხვა;
- შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა;
- რეკომენდაციების, ცნობების, წერილების მომზადება.
წყარო: gyla.ge